“მე ვხატავ ბიბლიას”
2012 წლის 9 ივნისს ქ.თბილისში, სამების ტაძრის საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა მე-2 ტური თემაზე “მე ვხატავ ბიბლიას”,
რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის პირველ ტურში გამარჯვებულმა ოთხმა მოსწავლემ: სანდრო ტყავაძემ, ზურაბ გვენეტაძემ, მარიამ ჯაჭვლიანმა და გვანცა მაღლაკელიძემ, მათთან ერთად ხელოვნების მასწავლებელმა ციური კრავიშვილმა. მათ მოისმინეს და დახატეს მეუფის მიერ წაკითხული ამონარიდები ბიბლიიდან. დაათვალიერეს სამების ტაძრის საგამოფენო დარბაზში გამოფენილი ნახატები, მიიღეს ზაფხულის არდადეგებზე შესასრულებელი საშინაო დავალებები ძველი და ახალი აღთქმიდან.