მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული
2015 წლის 5 ოქტომბერს ქუთაისის მასწავლებელთა სახლში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო. კვირეული გახსნა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლამ.
სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საზოგადოებას გამოცდილების გაზიარების მიზნით წარუდგინეს სკოლის მიერ განხორციელებული მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მასწავლებელთა სახლის ხელმძღვანელები, საჯარო სკოლების პედაგოგები, ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი მურად ჯიშკარიანი და ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მარინა ისკაკოვა. კვირეულის ინიციატორია ქუთაისის მასწავლებელთა სახლი ქალბატონებმა ინგა კახიანმა და მარინა კუჭხიძემ პედაგოგიურ საზოგადოებას მიულოცეს პროფესიული დღესასწაული და გამოთქვეს სურვილი შემდგომი თანამშრომლობის.