მადლიერების დღე
2013 წლის 29 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა “მადლიერების დღისადმი” მიძღვნილი ინგლისურენოვანი ღონისძიება,
ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგების ნათია გიორგიძის და თინათინ ღავთაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში მონაწილეობდა IV და VII კლასის მოსწავლეები. სპექტაკლი მიეძღვნა მადლიერების დღეს, რომელიც აღინიშნება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაული ქვეყანაში. იგი პირველად 1621 წელს იზეიმეს პლიმუთის კოლონიაში მცოხვრებმა ინგლისელმა კოლონისტებმა. წინა ძამთრის პირობებით შეწუხებულ კოლონისტებს არც ახალი ზამთარი უქადდათ სიკეთეს და მაშინ გუბერნატორმა უილიამ ბრედფორდმა გადაწყვიტა ქვეშევრდომთა სულიერად გამხნევება. მან მოაწყო მადლიერების დღე რომელიც ერთად გადაიხადეს ბრიტანელმა კოლონისტებმა და მათმა მეზობელმა ინდიელებმა, რომელთა დახმარებითაც პლიმუთის კოლონიამ გადაირჩინა თავი იმ პირველ სასტიკ ზამთარში. პურიტანელებმა დღესასწაულში ჩააქსოვეს ღრმად რელიგიური აზრი, მათ სურდათ მადლი გამოეხატათ შემოქმედის მიმართ, მისი უსაზღვრო მოწყალებისათვის. შემდგომში მადლიერების დღე ეროვნულ დღესასწაულად დააკანონა ჯორჯ ვაშინგტონმა 1789 წელს. დღესასწაულში გამოსაჩენ ადგილზეა ინდაური. პირველ დღესასწაულზე კოლონისტებმა და ინდიელებმა შეწვეს და მიირთვეს მახლობელ ტყეში მოკლული 4 ინდაური მას შემდეგ ინდაური მადლიერების დღის განსაკუთრებული სიმბოლოა. ამ დღეს თან ახლავს ტრადიციები რომელთაც ამერიკელები წმინდად ინახავენ – ოჯახის ყველა წევრი მიდის ეკლესიაში, ცდილობენ იმ ახლობლებისა და მოყვასის დაპურებასა და გახარებას რომელთაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლა.