„კონფლიქტების მართვა თანამედროვე სასკოლო გარემოში“
2023 წლის 25 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებათა ცენტრში სტუმრად იმყოფებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის II (გ) კლასის (დამრიგებელი: თინათინ მილორავა) მოსწავლეები. სკოლაში მიმდინარეობს პროექტი: „კონფლიქტების მართვა თანამედროვე სასკოლო გარემოში“, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდა ბავშვთა უფლებათა ცენტრში.
მოსწავლებთან შეხვდრა მიმდინარეობდა დისკუსიის ფორმატში. მასწავლებელთან ერთად მათ იმსჯელეს თუ რა არის კონფლიქტი, როგორ შეიძლება შეიქმნას კონფლიქტური სიტუაცია.
მასწავლებელმა დისკუსიის დაწყებამდე მოსწავლეებს აყურებინა რამდენიმე საბავშვო ანიმაციური ფილმი, რომელთა მიზანი იყო ბავშვებს გამოუმუშავდეს ჯანსაღი ურთიერთობების უნარი, ისწავლონ ურთიერთპატივისცემა და შეძლონ კონფლიქტების მოგვარება.
შეხვედრის დასრულებისას მოსწავლეებმა შეაჯამეს შეხვედრის მნიშვნელობა და ერთად დასახეს კონფლიქტის მოგვარების გზები.