კონკურს ,,The best linguist’’-ის მეორე ტური ახლოვდება
კონკურსის ,,The Best Linguist’’ მეორე ტური ახლოვდება, დღეს კონკურსანტებს მასტერ კლასი ჩაუტარა გერმანიიდან კაიზერსლაუტენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქართველმა მეცნიერ ,
მუშაკებმა თემურ სახელაშვილმა, ბლოგერმა გიორგი ჩაჩუამ და IT მენეჯერმა გიორგი საკანდელიძემ, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ იხელმძღვანელონ ბლოგის გზამკვლევით“ბლოგის დამზადება” პრეზენტაციის გადმოსაწერათ დააკლიკეთ აქ
კონკურსანტებს სამოქალაქო განათლების თემებზე კონსულტაციები გაუწია და ესაუბრა ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (პროგრამა ინიცირებულია PH-International-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით) კოორდინატორი ნათია ნამიჭეიშვილი, რომელმაც მსმენელთა ყურადღება გაამახვილა ბლოგების შინაარსობრივ მხარეზე და კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილა კონკურსანტთათვის საინტერესო საკითხები.