ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2015
თეთრი კარვები, ბიოლოგიის, ბოტანიკის, გეოგრაფიის, ასტრონომიის და კიდევ ბევრი მეცნიერების კუთხე, სადაც მოფუსფუსე მოსწავლეები,
მათი ხელმძღვანელები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დამთვალიერებლებს საკუთარ მეცნიერულ ნამუშევარს წარუდგენდნენ.
ასეთი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე სამეცნიერო პიკნიკი განახლებული პროგრამით, რომელიც 26 სექტემბერს ვაკის პარკში გაიმართა, ეს გამოფენა მეცნიერების პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ქვეყანაში, რომელიც მოიცავს არამხოლოდ უნივერსიტეტებს და სკოლებს, ასევე საგანმანათლებლო და არასაგანმანათლებლო ორგანიზაციებს.
სამეცნიერო პიკნიკში უკვე მესამედ მპნაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის ახალგაზრა აღმომჩენთა კლუბმა,,ევრიკამ”მოსწავლეებმა მათთვის განკუთვნილ 21-ე კარავში წარმოადგინეს საინტერესო ექსპერიმენტები, სტუმრებს სეასწავლეს ორიგამების დამზადების ტექნოლოგია
გამოფენაზე ყოველწლიურად ემატებდა ახალი კომპონენტი. წელს დაეამატა გამოგონებების კომპონენტი. წელს 65 კარავია წარმოდგენილი, აბსოლუტურად განსხვავებული აქტივობებით. 11 საათიდან 6-საათამდე მიმდინარეობდა ღონისძიება.
გამოფენის უცხოელი პარტნიორები. განსაკუთრებით აქტიურად სასცენო შოუებში ჩაერთვნენ.