2012 წლის 3 მარტიდან – 30 მარტის ჩათვლით, II კლასში (მასწავლებელი ნინო გერაძე) განხორციელდა პროექტი “თოჯინები იცინიან”. მიზანი: ფანტაზიის, სპექტაკლის შექმნის თავისებურებებზე მსჯელობის, სამუშაო მასალის შემოქმედებითად გამოყენების პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
აღნიშნული პროექტი დაიწყო რამდენიმე სამუშაო ეტაპად: I ეტაპი – თოჯინების თეატრის სპექტაკლის შესწავლა. II – III ეტაპი – თოჯინების თეატრში სტუმრობა. სპექტაკლ ”წითელქუდას” ნახვა და განხილვა. IV ეტაპი – სამუშაო მასალის მოგროვება V ეტაპი – მშობელთა ჩართულობით მოსწავლეთა მიერ ხელით ნაკეთი თოჯინების დამზადება. VI ეტაპი – საკლასო ოთახში მინი სცენის მოწყობა თეჯირით, დეკორაციებით. VII ეტაპი – შექმნილი პერსონაჟების მონაწილეობით ზღაპრის შეთხზვა და ინსცენირება. VIII ეტაპი – პროექტის პრეზენტაცია, ნამუშევრების გამოფენა. აღნიშნული პროექტით მოსწავლეები დაეუფლნენ და განუვითარდათ ფანტაზიის, ხელის მოტორიკის, მეტყველების, თეატრში ქცევის წესების, მოსმენის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.