ექსკურსია
2012 წლის 24 მაისს, I კლასის მოსწავლეები ( დამრიგებელი თამილა სვანაძე) იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე მარშრუტით: ქუთაისი-მოწამეთა-გელათი-ქუთაისი.
ექსკურსიის მიზანი იყო მოწამეთისა და გელათის ეკლესია-მონასტრების დათვალიერება.მოსწავლეები აღფრთოვანებულნი დარჩნენ მდინარე წყალწითელას თვალწარმტაცი ხეობით,ჩვენი წინაპრების გმირული წარსულით. ბოლოს ეწვივნენ მუხნარის ტყეს,დააკვირდნენ ასწლოვან მუხის ხეებს,ისაუბრეს ფოთლოვანი ხეების მნიშვნელობასა და გამოყენებაზე. შემდეგ ბევრი ითამაშეს, იმხიარულეს და კმაყოფილნი დაბრუნდნენ შინ.