2009 წლის 13 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საქართველოს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის მიერ (დირექტორი ნინო ტალახაძე) ჩატარდა ეკონომიკისV სასკოლო ოლიმპიადის მეორე პროგრამის “ერთად ვაშენოთ ქვეყანა” დასკვნითი ტური, რომელიც ითვალისწინებდა გუნდურ პრეზენტაციებს სკოლების X -XI კლასის მოსწავლეებისათვის.


ამ ოლიმპიადაში ქუთაისის # 17 საჯარო სკოლა (ეკონომიკის მასწავლებელი ეკა მურუსიძე) უკვე მეორე წილიწადია წარმატებით მონაწილეობს. გასულ წელს ეკონომიკის IV სასკოლო ოლიმპიადის II პროგრამაში გუნდმა “TEEN – service” I ადგილი მოიპოვა . გუნდის შემადგენლობა: ნინო თედორაძე – კაპიტანი, ბექა გაბადაძე, ნინო ჯანელიძე, ნინო გაგუა, რამინ ჯინჭარაძე, დარიკო კოპალიანი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მონაწილეობა მიიღო 120 სკოლის გუნდმა, მათგან პირველი ეტაპი 65 გადალახა, ხოლო ფინალში მონაწილეობის უფლება 15 გუნდმა მოიპოვა. გუნდს ,,ელიტ ელექტრონიქსმა” ფულადი ჯილდო 1500 დოლარი გადასცა.

III პროგრამაში – ეკონომიკური კონცეფციები ნახატებით – XI კლასის მოსწავლის ხათუნა შანგუას ნახატი “ოლიგოპილია” საუკეთესო ნახატთა შორის იქნა შერჩეული, რომელსაც ,,ელიტ ელექტრონიქსმა” აიპოდი გადასცა, ხოლო მასწავლებელს ფულადი საჩუქარი.

წელს კი გუნდმა “ფაეტონი+” III ადგილი დაიმსახურა. გუნდის შემადგენლობა: მეგი წიქორიძე – კაპიტანი, გიორგი გულიაშვილი, ალეკო მაჩალაძე, ხატია ყურაშვილი, თათია შალამბერიძე, თამარ გაბუნია. ამ პროგრამაში წელს სულ 150 სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა,, მათგან პირველი ეტაპი 55 გადალახა, ხოლო ფინალში მონაწილეობის უფლება 12 გუნდმა მოიპოვა.

ოლიმპიადის უცვლელი სპონსორია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი, რომელმაც გამარჯვებულ სამეულს სპეციალური საჩუქრების ნაკრები გადასცა. გამარჯვებული სამეული ასევე დაჯილდოვდა ფულადი პრიზით კომპანია “Outdoor. ge” – ს მიერ (100 ლარი).

ოლიმპიადის საპატიო ჯიურის შემადგენლობი იყვნენ:

ანზორ ქოქალაძე – სს ელიტ ელექტრონიქსი

ივერი ქუცნაშვილი – ელიტ ელექტრონიქსი

ია ნადირაშვილი – ელიტ ელექტრონიქსი

დიმა ჩიქოვანი – კომპანია “Outdoor. ge”

გიორგი გახელაძე – ეროვნული სასწავლო გეგმების შეფასების ცენტრი

თამარ სანიკიძე – გაეროს საქართველოს ოფისი

ირმა ბარბაქაძე – საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები

ეთერ ხარაიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი

გიორგი ზედგინიძე – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გულნაზ ერქომაიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი

ნანა დალაქიშვილი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

რობერტ კაინე – აშშ საელჩო.

ქალბატონი ნინო ტალახაძე აღნიშნავს: “… ოლიმპიადის უმთავრესი მიზანია ეკონომიკური განათლების ამაღლების ხელშეწყობა და მისი პროპაგანდა, უფროსკლასელებში მეწარმეობის სურვილის სტიმულირება, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, ჭკვიანი, ბეჯითი და განათლებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება, რომელთაც ეკონომიკა და ბიზნესი აინტერესებთ. ასევე მასწავლებელთა მორალური და მატერიალური წახალისება და მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერულ– შემოქმედებით, მეთოდურ და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს შორის…”

http://www.elitelectronics.ge/index.php?m=330&newsid=23

http://24saati.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&info_id=38456