გელათის სასულიერო სემინარია
2017 წლის 21 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეორე მეექვსე კლასს ( დამრიგებელი მაია კუხიანიძე ) ესტუმრა გელათის სასულიერო სემინარიის პრორექტორი ქალბატონი ქეთევან – ბაია ბოჭორიშვილი. მან ბავშვებთან ისაუბრა წიგნის წარმომავლობასა და მის მნიშვნელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კლასს საჩუქრად გადასცა ლექსების კრებული, რომელიც მიუძღვნა ამავე კლასის წარმატებულ მოსწავლეს, ნიკოლოზ ხელაიას (შვილიშვილი).
ბავშვებმა გააცოცხლეს პოეტის სხვადასხვა ჟანრის ლექსები და სტუმართან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. მათ ერთმანეთს მეგობრობა აღუთქვეს.