ახალგაზრდა პედაგოგთა პირველი ოფიციალური შეხვედრა
2017 წლის 4 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში შედგა ქალაქ ქუთაისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლებში მოღვაწე ახალგაზრდა პედაგოგთა პირველი ოფიციალური შეხვედრა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, შესრულდა რამდენიმე სახალისო აქტივობა, პედაგოგებს მიესალმა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი მერაბ დანელია, ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი თამარ ნიკოლეიშვილი. პედაგოგებმა ისაუბრეს მომდევნო აქტივობაზე რომელიც დაგეგმილია 14 აპრილს და უკავშირდება დედა ენის დღეს.