Category Archives: ღონისძიებები

“მე ვარ ქართველი”

2017 წლის 05 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეოთხე მესამე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაკა ლაღაძე) წარმოადგინე სლიტერატურული კომპოზიცია “მე ვარ ქართველი”. სცენარის ავტორი და რეჟისორი თამარ საღინაძე. ღონისძიება მიეძღვნა ზოგადი განათლების პირველი საფეხურის პირველი ეტაპის დასრულებას. მოსწავლეებმა შეასრულეს პატრიოტულ თემაზე შექმნილი კომპოზიციები.

მხიარული სტარტები

2017 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა მხიარული სტარტების ფინალური შეხვედრა I, II და III ადგილებისთვის. მეტად დაძაბულ და საინტერესო შეჯიბრში ჩართული იყვნენ მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები: III ადგილი წილად ხვდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეოთხე მეორე კლასს – დამრიგებელი ია […]

კონცერტი

2017  წლის 31 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა სკოლასთან არსებული სამუსიკო წრის საანგარიშო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები: ჩოგოვაძე მარიამი, ჯანელიძე ლიზი, ბუცხრიკიძე მარიამი, რიჟამაძე მარიამი, სულაკაძე ნია, ჯღამაძე რიტა, ტოფაძე ლიკა,ხელაძე მარიამი, პედაგოგების ანა მელქაძისა და ზაირა ლაღაძის კლასი.მოსწავლეები დაჯილდოვდნე სიგელებით

“ჩხიკვთა ქორწილი”

2017 წლის 30მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-4 მეორე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელი ია შავგულიძე,ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინეს ვაჟა ფშაველას ,,ჩხიკვთა ქპრწილი” სპექტაკლს,რომლის რეჟისურა განახორციელა ბატონმა თორნიკე მარჯანიშვილმა და ქალბატონმა მარინე მარჯანიშვილმა, დიდი ოვაციებით და აპლოდისმენტებით შეხვდა დამსწრე საზოგადოება, მშობლები პედაგოგები და მოსწავლეები, ვუსურვოთ პატარებს წარმატებები.

“წითელქუდა და მისის მეგობრები”

2017წლის 30 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში გაიმართა ფრანგული ენის ინსტიტუტის საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პერფორმანსი ,, წითელქუდა და მისის მეგობრები” ფრანგულ ენაზე , ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟან ლავუარმა და განათლების საკითხების კოორდინატორმა ქეთევან ქურციკიძემ ისაუბრეს ფრანგული ენის შესწავლის უპირატესობაზე და უპასუხეს შეკითხვებს

სკოლის ჰიმნი

2017 წლის 25 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის კედლები კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ახმაურდა, გაჟღერდა მე-17 სკოლის ჰიმნი, რომელიც შექმნა ჩვენი დროის დიდმა ქართველმა კომპოზიტორმა, ხელოვნების ქურუმმა , ქართული კულტურის მოამაგემ ქალბატონმა მარიკო კვალიაშვილმა, ფატი დვალიშვილის ტექსტზე,ჰიმნი შაეასრულა სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ქალბატონ ნუნუ სეხნიაშვილის დირიჟორობით, ფასდაუდებელია ის რომ ქალბატონი […]

“მხიარული სტარტები”

2017 წლის 19 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა “მხიარული სტარტები”. ღონისძიების ორგანიზატორი და ინიციატორია სპორტის მასწავლებელი ქეთევან ჟორჟოლაზე, ,, მხიარულ სტარტებში” მონაწილეობას მიიღებენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, მანდატურები,პედაგოგები და მშობლები, დღევანდელ საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს მე-17 საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებმა , რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეიბაში ვარჯიშობენ.

“ვინ ვართ ქართველები ?!”

2017 წლის 11 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მეოთხე პირველი კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელი ნანა მესხაძე სცენარის ავტორი ნიკოლოზ ჯანგავაძე წარმოადგინეს ლიტერატურულ-ისტორიული კომპოზიცია “ვინ ვართ ქართველები ?!”. მოსწავლეებმა აღნიშნეს პირველი საფეხურის პირველი ეტაპის დასრულება., ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლები,პედაგოგები, მშობლები სკოლის დირექცია

სტუმრად ფინკა ბანკში

2017 წლის 31 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეექვსე მეორე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თეონა აბრამიშვილი) სტუმრად იმყოფებოდნენ ფინკა ბანკის ერთ-ერთ ფილიალში, სადაც ბანკის მენეჯერმა ნინო ამყოლაძემ მოსწავლეებს გააცნო ყველა თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები. ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ბანკის საქმიანობით, დასვეს შეკითხვები, რომლებზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები. შეხვედრის ბოლოს ბანკის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გადასცეს სამახსოვრო წიგნები და ფლაერები.

” ესენინი და ქართველი ცისფერყანწელები”

2017 წლის 22 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეათე პირველ კლასში დამრიებელი მანანა ტყეშელაშვილი ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი-პროექტი თემაზე; ” ესენინი და ქართველი ცისფერყანწელები”. პედაგოგები: ქეთევან ხაზარაძე და ნარგიზა მებურიშვილი. მოსწავლეებმა მიმოხიხილეს ესენინისა და ქართველ ცისფერყანწელების ურთიერთობების ამსახველი მასალა და წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები.