Category Archives: ღია გაკვეთილები

“ექვთიმე ღვთისკაცი”

2017 წლის 25 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 სჯარო სკოლის მეცხრე მესამე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია “ექვთიმე ღვთისკაცი”, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს. კლასის დამრიგებელი ქეთევან ხაზარაძე, დამდგმელი და სცენარის ავტორი ნიკოლოზ ჯანგავაძე.

„ჩვენ მოვიყვანთ გაზაფხულს“

2017 წლის 23 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მეოთხე მეოთხე კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელი ირინე ადეიშვილი, სცენარის ავტორი ფატი დვალიშვილი, აღნიშნეს პირველი საფეხურის პირველი ეტაპის დასრულება და წარმოადგინეს ღონისძიება „ჩვენ მოვიყვანთ გაზაფხულს“ . მათ შეასრულეს პატრიოტულ თემაზე შექმნილი კომპოზიციები, ქართული ეროვნული ცეკვები, სიმღერები , საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს სკოლის ისტორია და […]

“წელიწადი”

2017 წლის 23 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პირველ მეექვსე კლასში (დამრიგებელი ნათია აბაშიძე) ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: “წელიწადი”. გაკვეთილი დაგეგმილი იყო G-PRIED-ის მეთოდით. პედაგოგმა ნათია აბაშიძემ მრავალფეროვან აქტივობებში ხალისით ჩართო მოსწავლეები. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა მოსწავლეთა ორგანიზების სხვადასხვა ფორმა: წყვილებში მუშაობა, ჯგუფური მუშაობა და მთელი კლასი. გაკვეთილს ესწრებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის ფასილიტატორი […]

საზრიანი თამაში ჭადრაკში

2017 წლის 17 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეორე მეექვსე კლასში (დამრიგებელი მაია კუხიანიძე) პედაგოგი იზაბელა ჭეიშვილის ხელმძღვანელობითა და მანდატურთა ჩართულობით მოეწყო მხიარული და საზრიანი თამაში ჭადრაკში. მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ აქტივობაში ,თამაშში მონაწილეობას იღებდა 16 მოსწავლე, გამოვლინდა გამარჯვებულები: გოგა ეგუტიძე ,ლიზა თვალაბეიშვილი , საბა ფითურია ,ნია ოღაძე ,მაგდალინა ტურაბელიძე ,ბარბარე ლომიძე ,ლუკა მურადაშვილი […]

“ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება”

2017 წლის 3 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეხუთე პირველ კლასში (დამრიგებელი ნათია დენოსაშვილი) მათემატიკის გაკვეთილი მიმდინარეობს თემაზე “ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება”. პედაგოგმა ბელა გელხვიიძემ მრავალფეროვან აქტივობებში ხალისით ჩართო მოსწავლეები, გაკვეთილზე გამოიყენა მოსწავლეთა ორგანიზების ინდივიდუალური ჯგუფები, მუშაობის ფორმები.

“ფეფოს დაბრუნება”

სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეოთხე მეორე კლასში, დამრიგებელი ია შავგულიძე ჩატარდა ღია გაკვეთლი ქართულ ენაში. თემა: “ფეფოს დაბრუნება”-გზაზე. გაკვეთილის მიზანი: ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენება, მხატვრული ტექსტის წაკითხვა და შინაარსის გადმოცემა, ნაწარმოების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა. საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი, პარალელების გავლება სხვა ტექსტებთან და პერსონაჟებთან. ბავშვებს სტუმრად ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ფეფო ესტუმრათ. გაიხსენეს წინა წლებში […]

“რატომ იცვლის ცა ფერს?”

2017 წლის 3 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეექვსე პირველ კლასში ჩატარდა გაკვეთილი G-PRIED-ის პროგრამის ფარგლებში (მასწავლებელი ნანა ხაჭაპურიძე). მოსწავლეები გაეცნენ საინტერესო საინფორმაციო ტექსტს “რატომ იცვლის ცა ფერს?”, რომელმაც მათი დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დედამიწაზე ფერების წარმოქმნის შესახებ; გაეცნენ მეცნიერებს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს აღნიშნული საკითხის მეცნიერულად დასაბუთებაში. გაკვეთილს ესწრებოდნენ სსიპ […]

“წიფლისჩიტა”

2017 წლის 30 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მესამე პირველ კლასში ჩატარდა ღია GPRIED-ული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე “წიფლისჩიტა”. გაკვეთილს უძღვებოდა კლასის ხელმძღვანელი მანანა ორბელაძე.

„სიტყვით საჩვენებელი მაგალითი“

2017 წლის 24 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეცხრე პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი მაყვალა ანანოვი) თემაზე: „სიტყვით საჩვენებელი მაგალითი“ სულხან საბა ორბელიანისა და ფრანგი მეიგავის ჟან დე ლაფონტენის იგავების მიხედვით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სულხან საბასა და ლაფონტენის იგავები. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა სხვადასხვა აქტივობა, თანაგანცდა და ამეტყველებული ნახატები. გაკვეთილს […]

ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები

2017 წლის 24 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეათე პირველი კლასის (დამრიგებელი მანანა ტყეშელაშვილი) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნარგიზა მებურიშვილმა სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერები, ბეჭდური გამოცემები და თარგმანები. სკოლის ბიბლიოთეკარმა, ქალბატონმა მზია გველესიანმა მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკაში დაცული პოემის ძველი და უახლესი გამოცემები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებული საინტერესო […]