Category Archives: პრეზენტაციები

სტუმრად ფიზიოლოგიის მუზეუმში

2017 წლის 8 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარ ოსკოლის მესამე მეორე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მაკა კინწურაშვილი) იმყოფებოდნენ ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის მუზეუმში სადაც მოსწავლეებს შეხვდა და დიდი სიხარულით უმასპინძლა ამავე მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა გიულირ რუხაძემ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცხოველების, ფრინველების ფიტულები, ადამიანის ჩანასახის პათოლოგიური ფორმები, მკერდით და ხერხემლით შეზრდილი ინდივიდები, მოსწავლეების აღფრთოვანება […]

„ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია რწმენასა და იმედზე, რომელსაც თქვენ გვაძლევთ“

2017 წლის 2 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლებმა, რომლებიც ახლახან დაბურნდნენ ავღანეთიდან, მოსწავლეებს საპასუხო წერილები გადასცეს. „ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია რწმენასა და იმედზე, რომელსაც თქვენ გვაძლევთ“, „თქვენი პატარა გულით ნათქვამი ეს სიტყვები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, „მიხარია, რომ ასეთი მაგარი ხალხი, როგორიც შენ და შენი მეგობრები ხართ, ჩვენზე […]

გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები

2017 წლის 24 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეები ესტუმრენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტს, საბუნებისმეტყველო საგნებში მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების ამაღლების მიზნით. დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქალბატონებმა : ინგა ბოჭოიძემ, ციცინო თურქაძემ და ელენე გამყრელიძემ მოსწავლეებთან ისაუბრეს უნივერსიტეტის ტრადიციებზე და გააცნეს დეპარტამენტის სამომავლო გეგმები. სამ სხვადასხვა ლაბორატორიაში აკადემიური […]

ლიტერატურული სარდაფი

2017 წლი 17 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგები: ლალი ლანჩავა, ნათია რობაქიძე, ციცინო კუპრაშვილი, აგრეთვე მეათე მეორე კლასის მოსწავლეები თაკო ვეკუა, ანა ჟღენტი, თამარ ტოფაძე სტუმრიობდნენ ლიტერატურული სარდაფს. ამჯერად ლიტერატურული სარდაფი მასპინძლობდა რამდენიმე მწერალსა და პოეტს ეკა კვიციანს, ალეკო შუღლაძეს, ეკა ქევანიშვილს, შოთა იათაშვილს, ნიკა ჯორჯანელს, რომლებიც პროექტის “ცოცხალი წიგნების” თავად სტუმრობენ […]

სკოლის ჰიმნი

2017 წლის 24 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლას ესტუმრა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, რომელმაც მასტერკლასი ჩაუტარა სკოლის მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა გუნდს, ხელმძღვანელი ნუნუ სეხნიაშვილი. აღსანიშნავია, რომ პირველად სკოლის ისტორიაში კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის მიერ დაიწერა სკოლის ჰიმნის მუსიკა, ფატი დვალიშვილის ტექსტზე, არანჟირება გია მაჭარაშვილის. ჰიმნის პრეზენტაცია შედგება მაისის დასასრულს.ჰიმნის შექმნის ფინანსური მხარდაჭერა […]

“ფატალური შეცდომა”

2017 წლის 25 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ამერიკის შეერთებული შტატების დღეების ფარგლებში გაიმართა აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ფატალური შეცდომა”-ს პრეზენტაცია და ვორქ-შოპი კომიქსის შექმნაზე. მოსწავლეებმა ლექციის შემდეგ შექმნეს კომიქსები სამ პრობლემაზე. სამი გუნდი მუშაობდა სამი კომიქსის შექმნაზე. 1. “სუპერ მანდატური” – გადაარჩენს სკოლის მოსწავლეს ტერორისტისგან რომელიც სკოლაში შემოიჭრა. 2. “კაპიტანი Georgia” […]

“დაკარგული ქართველი ქალი”

2017  წლის 10 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული ურთიერთობის საზოგადოება შეხვდა დოკუმენტური ფილმის “დაკარგული ქართველი ქალი” გადამღებ ჯგუფს. უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში მოეწყო ფილმის ჩვენება რომელსაც სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებიც ესწრებოდნენ. ემიგრანტი ქართველი ქალის, მარიამ კერესელიძის, რთული ცხოვრება, მისი სადაზვერვო საქმიანობა ახალგაზრდების ფიქრისა და განსჯის საგნად იქცა.დოკუმენტური ფილმის ,,დაკარგული ქართველი ქალის” […]

პრაქტიკული სამართლის შემაჯამებელი შეხვედრა

2017 წლის 11 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პრაქტიკული სამართლის შემაჯამებელი შეხვედრა. სადაც სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ასევე მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. პრაქტიკული სამართლის კურსებს ორგანიზებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის კორპუსი უწევდა. აღნიშნული ტრენინგები რამდენიმე თვის განმავლობაში ტარდება ჩვენს სკოლაში, რომელშიც ბავშვები დიდი […]

“ბიზნეს-უნარ ჩვევები”

2017 წლის 20 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ფინკა ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ Gpried-ისა და მისი პარტნიორი კომპანიის ჯუნიორ ეჩივმენტის პროექტის “ბიზნეს-უნარ ჩვევების” ფარგლებში პირველი გაკვეთილი ჩაატარა მეექვსე მეორე კლასში. გაკვეთილზე განხილული იქნა თემები: მეწარმეობა, ბიზნესი, საქონელი, მოგება და ა.შ. მოსწავლეებმა განიხილეს სხვადასხვა ბიზნეს-იდეები და მოიფიქრეს საინტერესო რეკლამები. […]

“არჩევანის თავისუფლება”

2017 წლის 28 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში მე-10 მესამე კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია ,,არჩევანის თავისუფლება” და ისაუბრეს თემაზე კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი პრეზენტაცია მომზადდა ქართული ენისა დალიტერატურის პედაგოგის ნანა ხაჭაპურიძისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის ვალიდა ურთმელიძის დახმარებით, პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე :როგორ შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა გლობალიზაციის პირობებში