All posts by Giorgi Sakandelidze

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე

სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეოთხე მეოთხე კლასი (დამრიგებელი ეკა ქართველიშვილი) გილოცავთ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიოში ყოველი წლის 5 თებერვალს აღინიშნება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს წაკითხული წიგნების პრეზენტაციები, პოსტერები, მაკეტები, დიორამები და ხელნაკეთი წიგნები. თითოეული მოსწავლის პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო, ემოციური და შთამბეჭდავი. საჯაროდ წაიკითხეს რჩეული ეპიზოდები ნაწარმოებებიდან, გაიხსენეს მწერალთა ბიოგრაფიები და გააცოცხლეს […]

კორპორაციული საღამო 2020

2020 წლის 25 იანვარი ერთ-ერთი დაუვიწყარი დღეა მე-17 საჯარო სკოლის ისტორიაში, 25 იანვრის საღამოს შეიძლება პერფორმანსიც ვუწოდოთ, რომელშიც სკოლის ყველა თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას და რომელიც სავსე იყო სიყვარულით, სითბოთი და სიურპრიზებით. საღამოს უძღვებოდნენ სკოლის პედაგოგები: გიორგი ოსაძე, გიორგი საკანდელიძე, იზაბელა ჭეიშვილი და თამარ ადეიშვილი. სასიამოვნო აქტივობებმა სრული ფურორი მოახდინა. დარბაზში დიდი მხიარულება და ემოციები გამოიწვია, […]

ორიგამები

ჩვენი საოცარი მეშვიდეკლასელებბი, რომლებიც დიდი მოტივაციით, შესაშური კომუნიკაბელურობით, მეგობრობით და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, ისინი ყოველდღე გაკვეთილების შემდეგ რჩებიან სკოლაში, გულმოდგინედ, მშვიდად, ჩუმად ფუსფუსებენ და მუშაობენ, რათა შექმნან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დროშები ორიგამებით. ბავშვები სპეციალურად ემზადებიან 5 მარტისთვის როდესაც იგეგმება ღონისძიება რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას.

“არაძალადობრივი მომავლის თაობის”

2020 წლის 22 იანვარს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში “ფონდი სოხუმის” ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის “არაძალადობრივი მომავლის თაობის” ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები და სკოლის ბიბლიოთეკარი მზია გველესიანი. შეხვედრას უძღვებოდა ფონდის წარმომადგენელი ქალბატონი ლელა შენგელია. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.პროექტის მიზნებია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ კონფლიქტის მართვის უნარჩვევები არაძალადობრივი გზით, ასევე მშობლები, განსაკუთრებით […]

“მომავლის ელჩები”

2019 წლის 30 დეკემბერს იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია ტურიზმის ცენტრში ჩატარდა პროექტ “მომავლის ელჩები”-ს პრეზენტაციები, პროექტს ანხორციელებს რეგიონალური ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”, გამომსვლელებმა ისაუბრეს ნატოსა და ევროკავშირის თემებზე, მოიყვანეს არგუმენტები იმ საყოველთაოდ გავრცელებული მითების საწინააღმდეგოდ, რომლებიც გავრცელებულია ქართულ საზოგადოებაში. შეხვედრას უძღვებოდა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, იმერეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი მარიკა ვაჭარაძე. შეხვედრას […]

დაჯილდოება

გიორგი საკანდელიძე, იგი სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელი მოვიდა მე-17 საჯარო სკოლაში 2011 წლის 3 მარტს, მას შემდეგ 8 წელი გავიდა და დღეს იგი არა მარტო ჩვენი სკოლის, არამედ ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული, ნიჭიერი და თვალსაჩინო ახალგაზრდაა. 2019 წლის 5 ოქტომბერს, როცა საქართველოში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, გიორგი საკანდელიძე ქუთაისის მერმა ბატონმა გიორგი ჭიღვარიამ მადლობის სიგელით დააჯილდოვა […]

გილოცავთ !

ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ! სკოლას ორი ფორტეპიანო შეემატა. ამ სიურპრიზის ავტორები კი სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგები მაია ხარატიშვილი და თამილა სვანაძეა, რომლებმაც საკუთარი ინსტრუმენტები საჩუქრად გადასცეს სკოლას.ქალბატონებმა: რუსუდან ქემოკლიძემ, მარინა მამაგეიშვილმა, მანანა ორბელაძემ სკოლის ბიბლიოთეკას საკუთარი საოჯახო ბიბლიოთეკის წიგნები გადასცეს. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პედაგოგებს ძვირფასი საჩუქრისთვის და […]

„ ჩემი ოჯახი“

2019 წლის პირველ ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში პირველ მეშვიდე კლასში ( დამრიგებელი: ასმათი ტოგონიძე) მშობელთა ჩართულობით ჩატარდა პროექტი „ ჩემი ოჯახი“. პროექტის მიზანი იყო მშობელთა ჩართულობის გააქტიურება; ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; ურთიერთთანამშრომლობითი და ოჯახური გარემოს შექმნა. მშობლებმა საინტერესო პრეზენტაციებით ისაუბრეს საკუთარი ოჯახის ტრადიციებზე, მიღწევებსა და ინტერესებზე. აქტივობა გაჯერებული იყო სახალისო ენერჯაიზერებით. თბილი შეხვედრა […]

ახალი სკოლის მოდელი – პირველი საინფორმაციო შეხვედრა

2019 წლის პირველ ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა პირველი საინფორმაციო შეხვედრა “ახალი სკოლის მოდელი”-ს ფარგლებში.

საინფორმაციო შეხვედრა

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეთა მშობლებთან. შეხვედრის ორგანიზატორია განათლებისა მანდატურის სამსახური. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მანდატურებმა მშობლებს გააცნეს მანდატურის სამსახურის უფლებები და მოვალეობები, ასევე ისაუბრეს სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე და სკოლის შინაგანაწესის შესახებ.

11