2019 წლის 26 სექტემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში პირველ მეექვსე კლასში ( დამრიგებელი: მაია კუხიანიძე) მშობელთა ჩართულობით ჩატარდა პროექტი „ ჩემი ოჯახი“.
პროექტის მიზანი იყო მშობელთა ჩართულობის გააქტიურება; ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; ურთიერთთანამშრომლობითი და ოჯახური გარემოს შექმნა. მშობლებმა საინტერესო პრეზენტაციებით ისაუბრეს საკუთარი ოჯახის ტრადიციებზე, მიღწევებსა და ინტერესებზე. აქტივობა გაჯერებული იყო სახალისო ენერჯაიზერებით. დღევანდელი თბილი შეხვედრა მშობლებს დაეხმარა ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და დაახლოებაში; პედაგოგს კი თითოეული მშობლის უნარის გამოვლენაში, რაც სამომავლოდ კლასის წარმატების საწინდარი გახდება.

„ჩემი ოჯახი“