2019 წლის 5 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეოთხე მეორე კლასმა დამრიგებელი ციური ბაჯაძე ნიღბების თეატრში წარმოადგინა ეროვნული სულისკვეთებით ავსებული პერფორმანსი “მოვიარე საქართველო”. მოსწავლეებმა წაიკითხეს დიდი ქართველი მწერლებისა და პოეტების ლექსები და ფრაზები. სპექტაკლის რეჟისურა და სცენარი ეკუთვნის საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ რეჟისორს თორნიკე მარჯანიშვილს. ვულოცავთ მეოთხე მეორე კლასს და მის ულამაზეს დამრიგებელს დღევანდელ დღესასწაულს და ვუსურვებთ წარმატებებს.

“მოვიარე საქართველო”