2019 წლის 4 ივნისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროექტის “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” შემაჯამებელი შეხვედრა და პროექტის ფარგლებში ფრანგულ და ინგლისურ ენებში ჩატარებულ ესეების კონკურში გამარჯვებულთა დაჯილდოვება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი ნათია ბუხაიძე, ფრანგული ენის მოხალისე მასწავლებელი ანკი ბენარი და ესეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ფრანგული ენის მიმართულებით მეექვსე კლასის მოსწავლე მარიამ ჯინჭარაძე. სტუმრებს სიტყვით მიმართა განათლების მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ და მასწავლებელტა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. მარიამ ჯინჭარაძეს გადაეცა გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.

“ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”