2017 წლის 25 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ჩემი პირველი კომუნიკაცია სკოლასთან”. მასში მონაწილეობდნენ პირველკლასელთა მშობლები. ტრენინგზე განხილული იქნა კომუნიკაციის სახეები, ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აქტივობები: “მზე”, “ცალკე და ერთად”, “ტკბილი პრობლემა”, ” კედელი”, “აქტიური მსმენელი”. გაიმართა როლური თამაში და განხილული იქნა სხვადასხვა სახის სიტუაციური ამოცანა. ტრენერებს საუკეთესო თანაშემწეობა გაუწიეს მესამე კლასის მოსწავლეთა მშობლებმა მარიამ პაპავამ და მილანა ბესტაევამ, რომლებმაც ისაუბრეს სკოლასთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე. ტრენინგის მონაწილეებმა შეავსეს შეფასების ფურცლები. მათ გადაეცათ სერთიფიკატები. ტრენინგს უძღვებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგები თამარ გოგატაძე და ეკა მეძარიაშვილი. შეფასების ფურცლების გათვალისწინებით დაიბადა ახალი იდეები და განისაზღვრა მომავალი ტრენინგის თემა.

 

“ჩემი პირველი კომუნიკაცია სკოლასთან”