2017 წლის 16 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პირველ პირველ კლასში (დამრიგებელი ნანა მესხაძე) ჩატარდა ლიტერატურული კომპოზიცია „მოგზაურობა ანბანეთში“. მოსწავლეებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, მოეწყო ჯგუფური მუშაობა მშობელთა ჩართულობით. შეიქმნა კომპოზიცია „აი ია“. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წამახალისებელი მედალიონებით. აღნიშნულ საზეიმო აქტივობას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია, პედაგოგები და მშობლები.

„მოგზაურობა ანბანეთში“