განცხადება

სსიპ ქ.ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ბიოლოგიის წრე: „ეკოლოგები’’. წრეში შეუძლიათ გაწევრიანდნენ VII-XI კლასის მოსწავლეები. მსურველებს გთხოვთ მოგვმართოთ სკოლოს დირექციაში ან საბუნებისმეტყველო კათედრაზე.

პატივისცემით  ბიოლოგიის  პედაგოგი:     მანანა ქაშაკაშვილი

 

საწრეო მუშაობა

წრის დასახელება:,,ეკოლოგები’’

წრის ხელმძღვანელი: მანანა ქაშაკაშვილი

საწრეო მუშაობის მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე ს გ-ის მოთხოვნების მიხედვით საბუნებისმეტყველო საგნებში, კერძოდ ბიოლოგიაში.

ურთიერთთანამშრომლობის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ექსპერიმენტის ჩატარების, ეკოლოგიურ მოვლენათა მიზეზ- შედეგობრივი კავშირების დადგენის, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარება.

მიზნობრივი ჯგუფი :VII-XI-კლასები

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრი. კვირაში 1 საათი.

აქტუალობა: ჩვენი ყოველდღიური ყოფა დაკავშირებულია ჩვენს საცხოვრებელ გარემოსთან, გვიხდება ურთიერთობა როგორც არაცოცხალ, ასევე ცოცხალ ბუნებასთან, ამიტომ საჭიროა გარკვეული უნარ- ჩვევების განვითარება.წრის მუშაობის პერიოდში განხილული იქნება ისეთი საკითხები,  რომლებიც დაკავშირებული იქნება ადამიანის ჯანმრთელობასთან, გარემოს დაცვით საკითხებთან, ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოების ჩატარებასთან. მოსწავლეები შეძლებენ თავისი ხელით შექმნან სასწავლო რესურსები, მოამზადონ პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე, ჩაატარონ კონფერენციები და მოაწყონ გამოფენები, ექსკურსიები,  შეხვდნენ ქ.ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორ -მასწავლებლებს.

 

იხილეთ დანართი: ბიოლოგიის წრის პროგრამა