“31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღე”

2017 წლის 31 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მერვე მეორე კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ქემოკლიძე) ჩაატარეს თეორიული კონფერენცია თემაზე “31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღე”. კონფერენციაზე განხილული იქნა საკითხები: შავი ზღვის მდებარეობა, სანაპირო ზოლი, შავი ზღვის გავლენა ჰავაზე, შავი ზღვის თავისებურებანი, ორგანული სამყარო, ეკოლოგიური პრობლემები, შავი ზღვის სამეურნეო გამოყენება და დაცვა. მოსწავლეები […]

„კონფლიქტის პრევენცია და სტრესული სიტუაციების მართვის სტრატეგია სამუშაო გარემოში“

2017 წლის 27, 28, 29 ოქტომბერს ქუთაისის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „კონფლიქტის პრევენცია და სტრესული სიტუაციების მართვის სტრატეგია სამუშაო გარემოში“. ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოკონსულტანტი და მოდულის ერთ-ერთი ავტორი გიორგი დონაძე. ტრენინგი განკუთვნილი იყო იმერეთის რეგიონის იმ ფასილიტატორებისთვის, რომლებიც მოდულის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში გახდებიან გარე დამკვირვებლები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლი სქემის ფარგლებში. ტრენინგს ესწრებოდა […]

“იაკობი-177”

სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეორე პირველ და მეორე მეოთხე კლასებში (დამრიგებლები: ირმა ფხაკაძე, ეკა ქართველიშვილი) იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული – “იაკობი-177″გაიმართა. კვირეულის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: “ვკითხულობთ გოგებაშვილს”, “ხელის ჩუქურთმა”, “ვინ უკეთ?”, კინოჩვენება “იავნანამ რა ჰქმნა”, ქართული საბავშვო წიგნის დღესთან დაკავშირებით შეიქმნა ხელნაკეთი წიგნი. 26-27 ოქტომბერს სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა პროექტის დასკვნითი ღონისძიებები, […]

შეხვედრა ჯუმბერ კოპალიანთან

2017 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში არსებულ ლიტერატურულ სარდაფში ბატონ რეზო თავაძის ინიციატივით შედგა შეხვედრა ისტორიკოსთან, არქეოლოგთან, პროფესორ – ჯუმბერ კოპალიანთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგები ხათუნა ჩხეტიანი, თეა მაჩალაძე, ნინო კოპლაიანი და მეათე კლასის მოსწავლეები გიორგი გუბელაძე, მარიამ ტყავაძე, მათე გიორბელიძე, ანანო დვალიშვილი, ციცია ფხაკაძე და […]

“ჩემი პირველი კომუნიკაცია სკოლასთან”

2017 წლის 25 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ჩემი პირველი კომუნიკაცია სკოლასთან”. მასში მონაწილეობდნენ პირველკლასელთა მშობლები. ტრენინგზე განხილული იქნა კომუნიკაციის სახეები, ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აქტივობები: “მზე”, “ცალკე და ერთად”, “ტკბილი პრობლემა”, ” კედელი”, “აქტიური მსმენელი”. გაიმართა როლური თამაში და განხილული იქნა სხვადასხვა სახის სიტუაციური ამოცანა. ტრენერებს საუკეთესო […]

სპორტული მოედანი

2017 წლის 20 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ეზოში საზეიმოდ გაიხსნა მინი სპორტული მოედანი კალათბურთის, ფრენბურთსა და ფეხბურთის თამაშების გასამართად. სპორტული მოედნით ისარგებლებენ არამარტო სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები არამედ თემის მოსახლეობაც. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობის სლოგანით განახორციელა ქალაქ ქუთაისის მერიამ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურთან ერთად – ხელმძღვანელი […]

ედვარდ კურტისის ფოტოგამოფენა

2017 წლის 19 ოქტომბერს 12:00 საათზე სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ქუთაისის ამერიკული კუთხის მხარდაჭერით ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედვარდ კურტის გამოფენა გაიხსნა, გამოფენა დათვალიერეს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. გამოფენა გახსნა ქუთაისის ამერიკის კუთხის კოორდინატორმა ინგა ივანეიშვილმა და სსიპ ქალაქ ქუთაისის […]

Handwashing day

2017 წლის 16 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეორე მეოთხე კლასში (დამრიგებელი ეკა ქართველიშვილი) საინტერესო აქტივობებით აღინიშნა „ხელის დაბანის საერთაშორისო დღე“ (handwashing day) აქტივობა ჩატარდა ქართულ და ინგლისურ ენაზე (ინგლისური ენის მასწავლებელი: ლიკა ხურციძე) და მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის იმ ძირითადი 6 წესის შეხსენებას, რომელთა დაცვაც აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. აქტივობა გაჯერებული იყო […]

„მოგზაურობა ანბანეთში“

2017 წლის 16 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პირველ პირველ კლასში (დამრიგებელი ნანა მესხაძე) ჩატარდა ლიტერატურული კომპოზიცია „მოგზაურობა ანბანეთში“. მოსწავლეებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, მოეწყო ჯგუფური მუშაობა მშობელთა ჩართულობით. შეიქმნა კომპოზიცია „აი ია“. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წამახალისებელი მედალიონებით. აღნიშნულ საზეიმო აქტივობას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია, პედაგოგები […]

ედვარდ კურტის გამოფენა

2017 წლის 10 ოქტომბერს 13:00 ამერიკის საელჩოს საქართველოში, ქუთაისის ამერიკული კუთხისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ამაღობელის სახელობის ამერიკისშესწავლის ცენტრის მხარდაჭერით სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედვარდ კურტის გამოფენას უმასპინძლა, გამოფენა დათვალიერეს სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, აღსანიშნავია რომ მომავალ კვირაში გამოფენა მე-17 საჯარო სკოლაში გადმოინაცვლებს, და სკოლის […]

11