2017 წლის 25 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ამერიკის შეერთებული შტატების დღეების ფარგლებში გაიმართა აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ფატალური შეცდომა”-ს პრეზენტაცია და ვორქ-შოპი კომიქსის შექმნაზე. მოსწავლეებმა ლექციის შემდეგ შექმნეს კომიქსები სამ პრობლემაზე. სამი გუნდი მუშაობდა სამი კომიქსის შექმნაზე. 1. “სუპერ მანდატური” – გადაარჩენს სკოლის მოსწავლეს ტერორისტისგან რომელიც სკოლაში შემოიჭრა.
2. “კაპიტანი Georgia” – რომელიც ეხმარება რუსი ოკუპანტებისაგან საზღვრისპირას საქართველოდან მოტაცებულ ბავშვებს.
3. ბულინგი – მეთერთმეტე კლასელი ფულს ძალავს პირველკლასელს და კვლავ მანდატური იხსნის მოსწავლეს.
ვორქ-შოპი “გაინტერესებთ როგორ იქმნება კომიქსები?” ჩაატარეს კომიქსის ახალგაზრდა შემქნელებმა მარიამ აღდგომელაშვილმა და ნინო მეგრელიშვილმა.