2017  წლის 10 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული ურთიერთობის საზოგადოება შეხვდა დოკუმენტური ფილმის “დაკარგული ქართველი ქალი” გადამღებ ჯგუფს. უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში მოეწყო ფილმის ჩვენება რომელსაც სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებიც ესწრებოდნენ. ემიგრანტი ქართველი ქალის, მარიამ კერესელიძის, რთული ცხოვრება, მისი სადაზვერვო საქმიანობა ახალგაზრდების ფიქრისა და განსჯის საგნად იქცა.დოკუმენტური ფილმის ,,დაკარგული ქართველი ქალის” რეჟისორია ბესო გაფრინდაშვილი, სცენარის ავტორი, კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი მარიამ მარჯანიშვილი