ტესტირება

2017 წლის 9 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ დიაგნოსტიკური წერა. ტესტირებით შემოწმდება მოსწავლეთა მიღწევები დაწყებითი საფეხურის დასრულებისას. ტესტირება გაიარა სკოლის ყველა მეექვსე კლასელმა. მათ შორის უმაღლესი 30 ქულა მიიღო მეექვსე მესამე კლასის მოსწავლეებმა მარიამ ბებიაშვილმა და ანი კიკნაძემ (დამრიგებელი ნაირა გოტიაშვილი). აღსანიშნავია რომ ტესტებში შეტანილი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ინგლისური ენის, გერმანული ენის, ისტორიისა და ბუნებისმეტყველების საკითხები. ტესტირების პროგრამა იძლევა საშუალებას დადგინდეს მოსწავლეთა განსავითარებელი შესაძლებლობები, პროგრამა ადგენს თითოეული კითხვაზე გაცემული პასუხის სტატისტიკურ მონაცემებს და ა.შ.

მოსწავლეები პროგრამაში მუშაობდნენ
ონლაინ რეჟიმში სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ვებ-გვერდზე. 17school.ge

პროგრამაზე იმუშავა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IT სპეციალსიტმა გიორგი საკანდელიძემ.

ტესტები მოამზადეს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგებმა: ციცინო კუპრაშვილმა, თეონა აბრამიშვილმა, თეა ბარდაველიძემ, ირმა ფაიქიძე-კახიძემ, ვალიდა ურთმელიძე, შორენა ხურციძემ და სოსო ცქიფურიშვილმა.