2017 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა მხიარული სტარტების ფინალური შეხვედრა I, II და III ადგილებისთვის. მეტად დაძაბულ და საინტერესო შეჯიბრში ჩართული იყვნენ მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:
III ადგილი წილად ხვდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეოთხე მეორე კლასს – დამრიგებელი ია შავგულიძე.
II ადგილზე გავიდა მესამე მესამე კლასი – დამრიგებელი მაკა კამლაძე
ხოლო I ადგილი ღირსეულად მოიპოვა მეორე მესამე კლასმა – დამრიგებელი თამილა სვანაძე. აღსანიშნავია რომ მეორე მესამე კლასის მოსწავლეებმა თავიანთი გამარჯვება მიუძღვნეს დამრიგებელ ქალბატონ თამილა სვანაძეს.
მხიარული სტარტების დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი და სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს სპორტული, მხატვრული ტანვარჯიშის, სამეჯლისო და სხვა საცეკვაო ნომრები. მხიარულ სტარტებში რომელიც სკოლაში მიმდინარეობდა 2017 წლის 22 მაისიდან 2017 წლის 1 ივნისამდე აქტიურად იყვნენ ჩართული სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მანდატურები: კონსტანტინე სულამანიძე, ნინო შეყილაძე და ლია ლეკვეიშვილი, მხიარული სტარტების ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ქეთევან ჟორჟოლაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა ბატონმა ვლადიმერ ნაკაშიძემ, გია რევიშვილმა და მანდატურის სამსახურის იმერეთის რეგიონის კოორდინატორმა ბატონმა გოჩა გოგრიჭიანმა.