2017 წლის 24 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეები ესტუმრენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტს, საბუნებისმეტყველო საგნებში მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების ამაღლების მიზნით. დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქალბატონებმა : ინგა ბოჭოიძემ, ციცინო თურქაძემ და ელენე გამყრელიძემ მოსწავლეებთან ისაუბრეს უნივერსიტეტის ტრადიციებზე და გააცნეს დეპარტამენტის სამომავლო გეგმები.
სამ სხვადასხვა ლაბორატორიაში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ ჩატარდა ღია ლაბორატორიული მეცადინეობები. მოსწავლეებმა ნახეს როგორ ხდება ტაბლეტების გარსის დაფარვა ,’’შუშხუნა’’ აბების, სამედიცინო სანთლების დამზადება, ნიტრატების განსაზღვრა ხილსა და ბოსტნეულში, წყლის სიხისტის დადგენა, ფარმაცევტული პრეპარატების სტანდარტიზაცია, ფორთოხლის ექსტრატის მიღება და სხვა. გაეცვნენ ხელსაწყოებს, რომლითაც ხდება ჰაერის დაბინძურების ხარისხის, მაგნიტური ველის (ტელეფონის გამოსხივების) განსაზღვრა. ჩამოთვლილი ყველა აქტივობის ჩატარებაში მოსწავლეები თავადაც იღებდნენ მონაწილეობას .
მადლობას ვუხდით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს საინტერესო აქტივობების ჩატარებისა და გულთბილი მიღებისათვის.