გამოგონებაზე მუშაობა გრძელდება
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა
პროექტი „მაგნიტური ლიფტი“
გუნდის წევრები: გიორგი ფხაკაძე, ნანო ხეცურიანი, ოლეგ ჯაჭვლიანი.
გუნდის ხელმძღვანელი: მიხეილ კოტიშაძე

პროექტის მოკლე აღწერა:
შექმნილია ორიგინალური მაგნიტური საევაკუაციო ლიფტი, რომელიც გამოიყენება მრავალსართულიან შენობებში ექსტრემალური სიტუაციების დროს (ხანძარი და სხვა). ლიფტის გამოყენება შესაძლებელია ელექტრო ენერგიის მიწოდების გარეშე და მოძრაობს ქვემოთ მუდმივი სიჩქარით და შეუძლია უსაფრთხოდ ჩამოიყვანოს 20 ან მეტი ადამიანი კაბინის ზომის შესაბამისად.