2016 წლის 24 ნოემბერს სსიპ ქ. ქუთაისის N17 სკოლას სტუმრობდნენ ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი რომანისტიკაში, ქ.-ნი მზაღო დოხტურიშვილი, ფრანკოფონული უნივერსიტეტების სააგენტოს ციფრული კამპუსის ხელმძღვანელი თამარ ღარიბაშვილი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები, ქ.-ნი ლია ნიზაძე და ქ.-ნი მირანდა ლომიძე, ასოცირებული პროფესორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ქ.-ნი ეკა გაჩეჩილაძე, ქ. ქუთაისის N30 სკოლის დირექტორი ბატონი მიხეილ გიორგაძე და ამავე სკოლის ფრანგული ენის პედაგოგი ქეთი ხვედელიძე, ქ. ქუთაისის N 32 სკოლის დორექტორი ბატონი ჯეირან კოღუაშვილი და ამავე სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი სოფო მურუსიძე.
ვიზიტის მიზანი იყო ქ. ქუთაისის ფრანგულენოვანი სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრა და სამომავლო გეგმებზე საუბარი. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ფრანგული ენის სწავლების განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა გეგმები. საქმიანი საუბრის დასრულების შემდეგ სტუმრები დაესწრნენ მე-17-ე სკოლის პატარა ფრანკოფონების მიერ გამართულ თოჯინების სპექტაკლს, იხილეს ბავშვების მიერ ანტუან დე სენტ ეგზუპერის „პატარა უფლისწულის“ მიხედვით შექმნილი ნახატებისა და ორიგამების გამოფენა. მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერები,ქართული ხალხური ცეკვა, განასახიერეს ედგარ დეგას ცისფერი ბალერინები.