არც ისე დიდი ხნისა ვარ , სულ 18 წის, მაგრამ უკვე შევძელი დამენახა ცხოვრების მრავალფეროვნება…განსაკუთრებით განებივრებულად მაშინ ვიგრძენი თავი, როცა წელს შევძელი და ჩემთვის საოცნებო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი… მთელი სულითა და გულით ვემზადებოდი სასწავლო წლის დასაწყისისთვის, არ დაგიმალავთ, ინტერესთან ერთად არ მშორდებოდა ყველგან თანამდევი ერთგვარი მღელვარების განცდა… ახალი გარემო, ჩემთვის უცხო წესებით, ახალი პეაგოგები,სხვა საამხანაგო წრე…ერთი სიტყვით ნებისმიერი ახალბედა სტუდენტის ხვედრი მეც გავიზიარე,თუმცა გავიხსენე ,რომ მშიშარა არასოდეს ვყოფილვარ (სკოლაში გამომუშავებული ჩვევის წყალობით) , თან ჩემი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე ,ემოციების მართვა უნდა შევძლო-თქო, გავიფიქრე და შინაგანი მღელვარება დავიოკე. პირველ, სასწავლო დღეს , პირველად შევაღე უცნობი კარები და ახალი ცხოვრება დავიწყე… წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როცა მოლოდინი გამიმართლდა და აღმოვაჩინე , რომ მართლაც საუცხოოო უნივერსიტეტში , მეტად კვალიფიციურ ლექტორებთან, საოცრად საინტერესო ლექციებზე აღმოვჩნდი, სადაც ამ მცირე დროის განმავლობაში ბევრი ახალი და საჭირო ინფორმაცია თუ ჩვევა შევიძინე, მაგრამ უფრო მეტად ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა სწავლის პერიოდში გავაცნობიერე, რომ იმ ცოდნისა და გამოცდილების, ურარ-ჩვევების სიმრავლის წყალობით, რომელიც მე ,ჩემმა მშობლიურმა, ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლამ მომცა,ჩემი საოცრად თბილი, მოსიყვარულე და კვალიფიცირებული პედაგოგების დახმარებით, საკამაოდ ადვილად მოვერგე ახალ გარემოს და ჩემთვის აქამდე „საშიში’ სიახლეები ჩვეულებრივად გადაიქცა…
არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო არაჩვეულებრივ ადამიანს და მზრუნველ მეგობარს, ჩვენი სკოლოს დირექტორს , ილიაუნის შესახებ მან მომაწოდა პირველად ინფორმაცია. ქალბატონი ირინეს მზრუნველობის წყალობით არაერთხელ მხვდა წილად ბედნიერება მიმეღო მონაწილეობა ილიაუნის ტრადიციულ პიკნიკში,გამეცნო ბატონი სიმონ ჯანაშია, რომელიც ისევ ჩვენი სიახლეების მოყვარული დირექტორის სტუმართმოყვარეობის წყალობით სკოლაში გვესტუმრა და საინტერესო ლექციით და არაჩვეულებრივი უბრალოებით მოგვნუსხა,შემდგომში ისევ ქალბატონი ირინეს წყალობით მოვხვდი ბატონ სიმონ ჯანაშიასთან მეტად საინტერესო ონლაინ კონკურსში და მასთან შეხვედრის შემდეგ წარუშლელი შთაბეჭდილებებით დავიტვირთე…
და საერთოდ ახლა, როცა სტუდენტი ვარ და ლექციებს ვეესწრები, მივხვდი და გავაცნობიერე, რამდენი რამ მომცა ჩემმა სკოლამ…ახლა მივხვდი, რატომ შრომობდნენ ასე თავდაუზოგავად ჩემი მასწავლებლები, ქმნიდნენ ისეთ საოცარ გაკვეთლებს, რომლებიც ზეიმის ტოლფასი იყო ჩვენთვის მრავალფეროვანი აქტივობებისა და საინტერესოდ მოთხრობილი მასალის შეზავებით, რატომ გვირჩევდნენ დირექტორი და პედაგოგები დაუღალავად ახალ-ახალ პროექტების მომზადებას, ზრუნავდნენ არ მოგვკლებოდა სასკოლო, საქალაქო თუ რესპუბლიკური დონის ღონისძიებები, კონფერენციები, ქმნიდნენ მრავალფეროვან ზღაპრულ გარემოს ჩვენთვის,იწვევდნენ სკოლაში საინტერესო სტუმრებს სხვადასხვა პროფესიებიდან, გვთავაზობდნენ გვეცადა ბედი მრავალ კონკურსში… აქედან გამოვიმუშავე გამბედაობისა და სიმამაცის უნარი ,საკუთარი თავის რწმენა, გავხდი კომუნიკაბელური, შევიძინე უამრავი მეგობარი, ვეზიარე საოცარ, კრეატიულ, საინტერესო სიახლეებს, შემეცვალა მსოფლმხედველობა, დაიხვეწა ჩემი ქცევა…მომეცა საკუთარი თავის რეალიზებისა და სიახლეების წვდომის უნარი და ეს ყველაფერი დამეხმარა ჩემს ახალ სტუდენტურ ცხოვრებაში..ყოველივე ამის წყალობით მივხვდი ,რომ არაფერი არაჩვეულებრივი არ ხდება… უბრალოდ გრძელდება ჩემი საინტერესო მოსწავლეობა სტუდენტური ფორმით…
მივხვდი და არანორმალურად მომინდა მადლობა მეთქვა თქვენვის, ჩემო პედაგოგებო …მადლობა მეთქვა ჩემი დირექტორისთვის…მადლიერების გრძნობაც ხომ თქვენ ჩამინერგეთ.
დღეს ვესტუმრე მონატრებულ სკოლას… მოვინახულე ჩემი საამაყო მასწავლებლები, საოცრად მონატრებული , ამ ქვეყნად ყველაზე საუკეთესო დამრიგებელი, მაია ხარატიშვილი … დირექტორის კაბინეტში ისევ ძველებური სითბო და კეთილი, მოფუსფუსე გარემო დამხვდა…ისევ სტუმრები, ახალ პროექტებზე მომუშავე პედაგოგები…გამეღიმა… არაფერი შეცვლილა…გამეხარდა კიდეც… სკოლა ისევ აგრძელებს ჩვეულ აქტიურ ცხოვრებას… ისე მზრუნველად და შინაურულად დამიხვდა დირექტორი, თითქოს კლასიდან ჩამოვირბინე ,მორიგ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად…მომიკითხა…დაინტერესდა…მომაყოლა სიახლეები …გამეხარდა,როცა მის სახეზე ჩვეული მზრუნველობა და ინტერესი ისევ შევნიშნე…თბილად ვისაუბრეთ, წარმატებები მისურვა… ისეთი სავსე და ბედნიერი გამოვედი მისი კაბინეტიდან, ისე დამუხტული, როგორც ნებისმიერ კონკურსზე წასვლის წინ…მადლლობა, ქალბატონო ირინე ამ სითბოსთვის, ამ მუხტისთვის, რომელიც დამეხმარება მომავალი წარმატებების მიღწევაში… ამ წარმატტებებს კი აუცილებლად ჩემს მე-17 სკოლას მივუძღვნი იმ იუამრავი სიკეთის სანაცვლოდ რომელიც მე მაჩუქა… ჩემი სკოლა კი კვლავაც აღზრდის წარმატებულ და ნიჭიერ მომავალ თაობას და ამით კიდევ მრავალ საამაყო ფურცელს შეჰმატებს მის ასწლოვან წარმატებულ ისტორიას და ტრადიციებს..