2016 წლის 11,12,13 ივნისს რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა ELCE-ის მეორე ფინალური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები.

შეხვედრაზე პედაგოგებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ ინგლისური ენის სწავლების პროცესში განხორციელებული და გამოყენებული სტრატეგიებისა და ინოვაციური აქტივობებისა.მოხდა უკუკავშირი და გამოცდილების გაზიარება. Workshop-ებს ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, PH-International და ამერიკელი ტრენერები. ამერიკელმა ტრენერმა Kirsten Mashinter-მა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის თეა ბარდაველიძის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას ,, ოცნებები თავისუფლებაზე”, რომელიც სამოქალაქო განათლებაში ინგლისური ენის მნიშვნელობას ასახავდა,თეას პრეზენტაციაში მნიშვნელოვანი იყო მასწავლებელი ქალის როლი საგანმანათლებლო პროცესში.ტრენერმა აღნიშნა ,რომ სკოლის დონეზე სკოლის ძალებით განხორციელებული აქტივობების მრავალფეროვნებამ და უზარმაზარმა შრომამ მასზე მოახდინა დიდი შთაბეჭდილება და გამოხატა მადლიერება სკოლისა და მასწავლებლის მიმართ. კონფერენციის ბოლოს მოხდა მონაწილეთა სერტიფიკატებით დაჯილდოება. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პედაგოგ თეა ბარდაველიძეს წარმატებული საჯარო გამოსვლისათვის.