2016 წლის 16 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ ხათუნა ჩხეტიანთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიძებულ გამოფენაზე

ბბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში , გამოფენა მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს, მასზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მასალები, კერძოდ: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918 -1920 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო( მედალი)— თამარ მეფის ორდენი, საქართველოს პირველი კონსტიტუცია, პრესაში გამოქვეყნებული მასალები,ნოე ჟორდანიას ( საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე) პირადი ნივთები : სამელნე, საბეჭდი მანქანა, ხელჯოხი, ასევე ნოე ჟორდანიას სავიზიტო ბარათი,გამოფენას უძღვებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ნატო ჩადუნელი და ჯული ცხვედიანი