მწერლის საერთაშორისო დღე მე-17 საჯარო სკოლაში ძვირფასო მეგობრებო,2016 წლის 2 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა განსაკუთრებულ სტუმარს ელოდება, თავად ქუთაისელი მწელები ,, სიტყვის კაცები” ეწვევიან მოსწავლეებს და 33 საკლასო ოთახში მათ მიერ ჩატარდება ,,დიდი გაკვეთილი”.

მწერლები ისაუბრებენ წიგნის და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე,ბავშვებს წაუკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და გამართავენ დისკუსიას. ეს იქნება დაუვიწყარი 45 წუთი. ,, დიდი გაკვეთილი” ეძღვნება მწერლის საერთაშორისო დღეს

“pen-კლუბის” 48-ე კონგრესის დადგენილებით, 1986 წლიდან ყოველი წლის 3 მარტს მწერლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

სახელწოდება – აბრევიატურას წარმოადგენს, რომელიც ინგლისური სიტყვების პირველი ასოებით არის შედგენილი: Poets – პოეტები, Essayists – ესსეისტები, Novelists – რომანისტები. ნიშანდობლივია, რომ აბრევიატურით იწარმოება სიტყვა „pen’, რაც ინგლისურად “კალამს” ნიშნავს.
ორგანიზაციის შექმნის იდეა ინგლისელ მწერალ ქალბატონ ქეთრინ ემი დოუსონ-სკოტს ეკუთვნის. „pen-კლუბის” პირველი საერთაშორისო კონგრესი 1923 წელს ლონდონში ჩატარდა. მისი პირველი პრეზიდენტი ჯონ გოლზუორთი იყო.

ქართული „pen-კლუბის” ისტორია 1991 წლიდან იწყება. ჭაბუა ამირეჯიბის, ჯანსუღ ჩარკვიანის, დათო მაღრაძის, ვაჟა გიგაშვილის და სხვათა ინიციატივით საქართველოში ჟურნალისტთა და გამომცემელთა არასამთავრობო ორგანიზაცია „პენ-კლუბი” შეიქმნა. დღესდღეობით ქართულ „პენ-კლუბი” 47 ადამიანისგან შედგება, რომლის პრეზიდენტიც რატი ამაღლობელია.
როგორც „pen-კლუბის” ქარტიაშია აღნიშნული, შემოქმედ ლიტერატორთა ეს საერთაშორისო გაერთიანება „გამოდის ინფორმაციის თავისუფლების პრინციპების დასაცავად ყოველი ქვეყნის შიგნით და ყველა ქვეყანას შორის. მისი წევრები პასუხისმგებლობას იღებენ ხმა აიმაღლონ სიტყვის თავისუფლების დათრგუნვის წინააღმდეგ, მის ნებისმიერ გამოვლინებაში იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებში, სადაც ისინი მოღვაწეობენ და მთელ მსოფლიოშიც, როცა ამის საშუალება იქმნება”.USAID/G-PriEd საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი