2016 წლის 24 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 1-3 კლასში (დამრიგებელი თამილა სვანაძე) საინტერესოდ აღინიშნა კითხვის საერთაშორისო დღე.

მოსწავლეებმა შესრულებული საკლასო პროექტის „მიყვარს ჩემი მამიკო“ პრეზენტაცია დაამთხვიეს წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს და გააერთიანეს ერთი სათაურით: „მამა,წიგნი წამიკითხე“. აქტივობას ესწრებოდა მოსწავლეთა მამების აბსოლიტური უმრავლესობა. შეკრების მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მამებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის და რაც ყველაზე მთავარია, წიგნის კითხვის პროცესში.
მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაცია, გულწრფელად წარმოაჩინეს მამებთან საკუთარი დამოკიდებულება, გამოხატეს პატივისცემა და სიყვარული მშობლებისადმი.
აქტივობის მეორე ნაწილი დაეთმო წიგნის კითხვას. სამოტივაციო დავალების მიხედვით მოსწავლეებლა თავად დაადგინეს წასაკითხი მასალის სავარაუდო შინაარსი. წასაკითხად შერჩეული იყო G-PRIED მიერ მოწოდებული საკითხავი მასალა „ბელა და ბლის ხე“. საჩვენებელ კითხვაში მასწავლებლის გარდა, მონაწილეობა მიიღო მოსწავლის,ელენე რობაქიძის მამამ ვალერი რობაქიძემ,რომელმაც გამომეტყველებით წაუკითხა ბავშვებს ტექსტი. მოსწავლეებმა გუნდურად წაიკითხეს მოთხრობა დიდ წიგნში ,რომლის ფერადმა და მიმზიდველმა ილუსტრაციებმა კიდევ უფრო საინტერესო გახადა კითხვის პროცესი. საჯარო კითხვაში აქტიურად ჩაებნენ მამები.მათ თავიანთ შვილებთან ერთად ინდივიდუალურად წაიკითხეს დარიგებული მასალა, შვილებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის აქტივობაში,როგორიცაა: კითხვებზე პასუხის გაცემა,პერსონაჟის დახასიათება,დასკვნის გამოტანა, აქტივობის ბარათების შევსება, გაფერადება, ბლის ხის შემოსვა ნაყოფით.
დასასრულ ,მასწავლებელმა მამებს გააცნო კლასში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, უამბო მათ შვილების სურვილების შესახებ,თვითონ მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მამებს,მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა,რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ მათთან ერთად: წაიყვანონ თეატრში, ამეცადინონ, გაასეირნონ ,ეთამაშონ . ყველა სურვილს კი თავი მოუყარეს დამაგვირგვინებელ ფრაზაში და ერთხმად მოუწოდეს: „მამა,წიგნი წამიკითხე.“
მოსწავლეთა მშობლებმა, განსაკუთრებით მამებმა, მადლიერება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ კიდევ უფრო სხვა კუთხით შეხედეს შვილის სწავლა-აღზრდის საქმეს, წარმატებები უსურვეს შვილებს და მათ პედაგოგებს.

10291071_983281418426336_4697929726712772890_n 934021_983270601760751_326459581645847282_n