21 ივნისს ქუთაისში, თბილისში სტიქიით დაზარა ლებულთა დასახმარებლად მონპლაზირის თაღთან “ჰიპო მარკეტი – ქუთაისი ” მოეწყო,

რომელიც თანამოაზრეთა გუნდის მიერ იქნა ორგანიზებული. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა მიეცა გასაყიდად გამოეტანა: ხელთნაკეთი ნივთები, ნახატები, face- არტი, მინანქარი, ქვილინგის ტექნიკით შესრულებული ბარათები, თიხის ნაწარმი, ფოტოები, საკვები პროდუქტი , სსიპ ქალქა ქუთაისის N-17 სკოლის მე-7კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ლეილა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს მათ მიერ დამზადებული ქაღალდის ფიგურები- ორიგამები. გაყიდვის შედეგად სულ შემოსული იქნა 1550, 30 ლარი, რომელიც მთლიანად გადაირიცხება თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების და ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში. თანამოაზრეთა საინიციატივო ჯგუფის სახელით გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ყველა მონაწილეს და მყიდველს