2015 წლის 29 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 1-4 კლასში (დამრიგებელი: თამარ გოგატაძე), ჩატარდა საახალწლო აქტივობა “მრავალ ახალ წელს”. აქტივობა უჩვეულო ფორმატით დაიგეგმა და მშობელთა უშუალო ჩართულობით გაიმართა.

ორ გუნდად დაყოფილმა მშობლებმა შეურჩიეს სახელები ჯგუფებს “ზვავი”, “ტორნადო” მოირგეს პირველკლასელთა როლები და წარმატებით და მხიარულად გაართვეს თავი ჯგუფური მუშაობისთვის განკუთვნილ დავალებებს. ბარათები შეირჩა და დამზადდა პროექტ “GPRIED”-ის პორტალიდან, კატეგორია “რესურსები მასწავლებლებისთვის”. მხიარულმა ჟიურიმ რომელსაც ბავშვები შეადგენდნენ შეუფასეს დედიკოებს შესრულებული დავალებები და დამრიგებლებთან ერთად მიაკუთვნეს შესაბამისი ქულები. ჯგუფები დასაჩუქრდნენ სამახსოვრო საჩუქრებით. დავალებებს შორის გაიმართა მხიარული ენერჯაიზერები: “ვინა ვარ მე ?”, “ათი ნაბიჯი”, “ჭორის ეფექტი”, “თოკი”. პატარებმა დედიკოებს ახალი წელი მიულოცეს ლიტერატურული კომპოზიციით. აქტივობამ შექმნა წინასაახალწლო განწყობა, უზრუნველყო მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში და კერძოდ პროექტ “GPRIED”-ში.