2015 წლის 3 აპრილს სასტუმრო კომპლექს „ბაგრატი 2003“-ში Robinson FTEL Program–ის ეგიდით გაიმართა ინგლისური ენის მასწავლებლების დაჯილდოება

მასწავლებლებს გადაეცათ სპეციალური სამადლობელი სერტიფიკატები წინა წელს ტესტირებაში მოსწავლეთა მიღწეული მაღალი მაჩვენებლების გამო. დაჯილდოებას ესწრებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგები ელა ბრეგვაძე და თეა ბარდაველიძე. ასევე სპეციალური სამადლობელი წერილი გადაეცა სკოლის დირექტორს, ქნ. ირინე ჯგერენაიას ტესტირებაში სკოლის აქტიურად ჩართულობისა და მიღებული მაღალი შედეგების გამო. რობინსონის ტესტი დაფუძნებულია მსოფლიოს წამყვან ინგლისური ენის სწავლებისა და შემოწმების პროგრამებზე, ისეთი როგორიცაა კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდის სპეციფიკა. დავალებები ეფუძნება იმ კონკრეტული ქვეყნის სასკოლო პროგრამას, რომელშიც ტესტირება ტარდება.