2014 წლის 6 ოქტომბერს V1 კლასმა, კლასის დამრიგებელ თამარ გოგატაძესთან და ბიბლიოთეკარ მზია გველესიანთან ერთად განახორციელა აქტივობა, სახელწოდებით “წიგნი ჩვენი მეგობარია”. კლასი სტუმრად იმყოფებოდა ამავე სკოლის I1 კლასში დამრიგებელი მანანა ორბელაძე, სადაც წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

აქტივობას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები: ეკა ქართველიშვილი, ირინა ჯინჯიხაძე, ლიკა ხურციძე, ბიბლიოთეკარი – მზია გველესიანი და IX3 კლასის მოსწავლეები. აქტივობა მიზნად ისახავდა: მოტივაციის ამაღლებას, კომუნიკაციის უნარის განვითარებას, წიგნის სიყვარულის დანერგვასა და გაღრმავებას უმცროსკლასელებში. აქტივობის ბოლოს პირველკლასელებს საჩუქრად გადაეცათ ხელნაკეთი სამახსოვრო ბარათები, მედალიონები, ყვავილები და წიგნები. დასასრულს სტუმრებმა შეაფასეს აქტივობა, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. V1 კლასის მოსწავლეებმა თავისი შთაბეჭდილებები დააფიქსირეს წერილობითი ფორმით.