2014 წლის 20,21,22 სექტემბერს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია “დავასუფთავოთ მსოფლიო” დევიზით “ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პლანეტა, ჩვენი პასუხისმგებლობაა”.

აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში”. აქციას შეუერთდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები და  “ეკოკლუბის წევრები” საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრა. ხელმძღვანელი: მანანა ქაშაკაშვილი.