ახალი 2014-2015 სასწავლო წლის დაწყება 61კლასმა (დამრიგებელი ბელა გელხვიიძე) ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სტუმრობით აღნიშნა. აქ 800 სახეობის უნიკალური ჯიშის ხე და ბუჩქია წარმოდგენილი.

ბავშვებმა დაათვალიერეს სამასწლოვანი მუხის ხეში გახსნილი ღვთისმშობლის სამლოცველო, ამფითეატრი, მცენარეთა ცოცხალი მუზეუმი, ყურადღებით უსმენდნენ გიდის განმარტებებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. ვიზიტის ბოლოს გაიმართა კლასის მოსწავლეთა და მშობელთა საერთო კრება, სადაც შემუშავდა სემესტრის სამუშაო გეგმა. სიყვარულის ხეივანში გავლის შემდეგ, შთაბეჭდილებებით აღვსილები  გამოუყვნენ რიონის სანაპიროს  და წარმატებული სასწავლო წლის სურვილებით დაბრუნდნენ შინ.