2014 წლის 4 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ახალგაზრდა ამღომჩენთა კლუბმა “ევრიკამ” მონაწილეობა მიიღო ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში რომელსაც ხელმძღანელობდა სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის მასწავლებლები:

დარეჯან გურეშიძე, მანანა ძიგვაშვილი, ნატო კუპრავა, ლეილა ბარბაქაძე, გიორგი საკანდელიძე, ამერიკელი მოხალისე სკოლის მეგობარი ჯონ თომას ამატო. სამეცნიერო პიკნიკის პირველ Science Slam-ის ერთერთი მონაწილე გახლდათ სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ მხეცაძე.  Science Slam  არის შეჯიბრი რომელშიც რამოდენიმე წარმომადგენელი ირჩევს მისთვის საინტერესო სამეცნიერო თემას და აკეთებს საჯარო პრეზენტაციას. სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს ჰყავდა 7 000-მდე დამთვალიერებელი. 2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი და მისი დამთვალიერებლების რაოდენობა იყო 13 000, მათ შორის დამთვალიერებლის სტატუსით წრამოდგენილი იყო სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ასევე, სამეცნიერო პიკნიკზე, პირველად საქართველოში, ილიაუნის ორგანიზებით ჩატარდა ყველაზე მასშტაბური რობოტების თამაში. წლევანდელ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მიიღო 60-მდე ქართულმა და 20-მდე უცხოურმა ჯგუფმა. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული იყვნენ მსოფლიოში მსგავსი ღონისძიებების საუკეთესოდ აღიარებული ანიმატორი, რომელიც ღონისძიების თითოეულ აქტივობას უწევდა მოდერაციას და უზრუნველყოფდა დამსწრეთა ჩართულობას სახალისო სამეცნიერო აქტივობებში. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამთვალიერებელს წარუდგინეს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტები. სკოლის კარავი გამორჩეული იყო მრავალფეროვნებით მხიარულებით და მრავალრიცხოვანი დამკვირვებლებით. ექსპერიმენტებს თვალს ადევნებდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სტუმრები. ცნობილ სტუმრებს შორის კარავს ეწვია სკოლის საუკეთესო მეგობარი განსაკუთრებული სტუმარი ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია რომელმაც განსაკუთრებული შეფასება მისცა მოსწავლეთა ექსპერიმენტებს და აღნიშნა მათი საპრეზენტაციო და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარი.