2014 წლის 11 სექტემბერს 10:00-საათზე სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა  სამეურვეო საბჭოს სხდომა. სამეურვეო საბჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა ფარულ კენჭისყრაში. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თავმჯდომარე შეუდგა ხმის დათვლის პროცედურას.

 სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 11 ხმით, სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორად, წლის ვადით აირჩია ქალბატონი ირინე ჯგერენაია. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და პედაგოგიური კოლექტივი ქალბატონ ირინეს ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს.