2014 წლის 6 მარტს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი 72 კლასში მათემატიკასა და ხელოვნებაში (მასწავლებლები: ი.აბაშიშვილი, ც. კრავიშვილი).

გაკვეთილს ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილი ვ. პატარიძე, მათემატიკის კათედრის წევრები, ქართული ენის მასწავლებელი მ.სოხაძე, ფიზიკის მასწავლებელი, მ.ძიგვაშვილი. გაკვეთილის თემა იყო “ოქროს კვეთა-ჰარმონიული პროპორცია”.

გაკვეთილის მიზნები:

1. პროპორციული ნაწილების ოქროს კვეთის კავშირი ხელოვნებასთან, არქიტექტურასთან.

2. მოსწავლეებში კვლევა-ძიების, ურთიერთთანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარის განვითარება.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. ჩანაწერების, სურათების, სლაიდების სახით.