2014 წლის 28 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში პროექტის “გიყვარდეს წიგნი” პრეზენტაცია შედგა.

პროექტი განხორციელდა  24 კლასის მოსწავლეების მიერ  (დამრიგებელი ეკა ქართველიშვილი, ბიბლიოთეკის გამგე მზია გველესიანი). პროექტის შემდეგი ეტაპი გაიმართა 7 მარტს ქალაქ ქუთაისის N14 საქალაქო ბიბლიოთეკის ფილიალში სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები წიგნების შესახებ,  თქვეს ლექსები და გამონათქვამები წიგნებზე, მიულოცეს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ფილმის “ჩხიკვთა ქორწილის”  ჩვენება.  მოსწავლეები ხალისით შეუდგნენ ახალი წიგნების კითხვას. პროექტი უწყვეტია, ის ხელს შეუწყობს კითხვის ტექნიკის დახვეწას და წიგნის უფრო დიდ სიყვარულს ჩაუნერგავს პატარებს.