2012 წლის 14 დეკემბერს 11 საათიდან 15 საათამდე სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა ღია კარის დღე, რომლის ორგანიზატორი იყო სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექცია, პადაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და მშობლები.


ღონისძიების სტუმრები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესირი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი- რუსუდან ნიშნიანიძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ანდრო ლოსაბერიძე, ქუთაისის მერია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები, გაეცვნენ სკოლაში მიმდინარე სასწავლო, საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო მუშაობას, პედაგოგების, მოსწავლეთა თვითმმართველობის და მშობლების მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ პროექტებს, სკოლის კულტურას, ტრადიციად ქცეულ აქტივობებს, ინიციატივებს, მიღწეულ წარმატებებს და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებს.
ღია კარის დღის სტუმრები ღონისძიების პირველ ნაწილში ინტერესების შესაბამისად დაესწრენ 20 ღია გაკვეთილს, მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტების პრეზენტაციებს, პარტნიორი სსიპ ქალაქ რუსთავის N3 საჯარო სკოლის ღონისძიებებს. სკოლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის ინიციატივით კონფერენციებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა მიიღენ ცნობილმა ადამიანებმა.
ღია კარის დღის მეორე დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორის რუსუდან ნიშნიანიძის ლექციას თემაზე „მშვენიერება ქვაში“. 10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“.
ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ტრადიციული რესპუბლიკური კონკურსი ,,The best linguist” დასრულდა. წელს სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით კონკურსი სამოქალაქო განათლების თემებზე შედგა და მასში საქართველოს საჯარო სკოლების 100-ზე მეტი მე-9 მე-10 კლასელი მონაწილეობდა, რომელთა უმრავლესობა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეები იყვნენ. შესაბამისად კონკურსის გენერალური მხარდამჭერი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გახლდათ. მასთან ერთად კონკურსის მხარდამჭერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ქუთაისის მერია, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტი. კონკურსში აქტიურად იყვნენ ჩართული პროგრამების “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” და „მშვიდობის კორპუსის“ უცხოელი პედაგოგები.
კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ბლოგების მომზადებასა და სამოქალაქო თემებზე მათი განვითარების შესახებ. ფინალისტებმა შეისწავლეს დებატების ტექნიკა და დასკვნით ტურზე გამართეს ინგლისურენოვანი დებატი რეზოლუციაზე “ემიგრაცია საფრთხეს უქმნის ეროვნულ ინტერესებს”. დებატების ტურით გამოვლინდა გამარჯვებული და 2012 წლის ,,The best linguist” გახდა წმ. ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე დეა ჭუმბურიძე. ფინალისტებს და გამორჩეულ მონაწილეებს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ დიპლომები და პრიზები გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი ქ-ნ ნათია ჯოხაძე, ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნ ანდრო ლოსაბერიძე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესირი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი- რუსუდან ნიშნიანიძე, ქალაქ ქუთაისის მერია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. სკოლისა და თემის წარმომადგენლები. ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ ღონისძიების დასასრულს აღნიშნა, რომ „წლევანდელი ,,The best linguist” განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ინგლისური ენისა და სამოქალაქო განათლების საკითხების ცოდნის მაღალი დონით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს და განსაკუთრებით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს მხარდაჭერისათვის, რომელმაც ჩვენი ტრადიციული კონკურსი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა“.