2012 წლის 20 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები იმყოფებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში გამართულ სამოქალაქო ფორუმზე.

ფორუმის თემა იყო სკოლებში არსებული პრობლემების აღმოფხვრა და მოგვარება. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ფორუმზე წარადგინეს პროექტი “უსაფრთხო გარემო, დაცული საზოგადოება”. პროექტის მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროექტის განხორციელება იგეგმება 3 თვის განმავლობაში.