კონკურსში “ნახატები ბიბლიურ თემებზე” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოება შედგა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდების სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ.

ტაძარში შედგა საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: სანდრო ტყავაძემ(11 ნამუშევარი), ზურა გვენეტაძემ (1 ნამუშევარი) და მარიამ ჯაჭვლიანმა.