2012 წლის 8 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში მე-4 კლასებში მათემატიკის გაკვეთილზე (პედაგოგი: ირინა ადეიშვილი) ჩატარდა გაკვეთილი თემაზე:

“მასისა და სიგრძის საზომი ერთეულები”. გაკვეთილზე პედაგოგმა ჯგუფური მუშაობის მეთოდით მოახდინა მასისა და სიგრძის საზომ ერთეულებს შორის დამოკიდებულების ცოდნის დადგენა, ლოგიკური აზროვნების შემოწმება და ჯგუფური მუშაობის პრინციპების განმტკიცება და საპრეზენტაციო უნარების გამომუშავება მოსწავლეებში.