2012 წლის 8 აგვისტოს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე შოთა ნიჟარაძე,

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ანდრო ლოსაბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი, დეპუტატი მერაბ ბარათაშვილი, მე-12 სკოლის დირექტორი ნათია სულავა, კადეტთა კორპუსის დირექტორი ზაზა კეკელია, კადეტთა კორპუსის აღსაზრდელები, პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები. სტუმრები ჩაერთვნენ მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით განხორციელებულ პროექტში “მშვიდობით იარაღო” რომელიც მიეძღვნა 2008 წლის აგვისტოს ომისადმი გამოცხადებულ კვირეულს. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები, თვითმმართველობის წევრები სპეციალურად ამ დღისათვის არდადეგებიდან ჩამოვიდნენ მთიდან, ზღვიდან, სოფლიდან შეიკრიბნენ, დაამზადეს წითელი ყაყაჩოები და მოაწყვეს აქცია სკოლასთან ახლომდებარე ორგანიზაციებსა და ქალაქის ქუჩებში. სტუმრებს წარუდგინეს სტენდი “ჭაბუკები დარჩნენ მარად”. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნას. შეასრულეს სამხედრო პატრიოტული სიმღერები, დახატეს ნახატები, გაიხსენეს 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები და წარმოადგინეს 1921 წლის ისტორიული კადრების ამსახველი ლიტერატურული კომპოზიცია.