სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლა მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ ინიცირებულ კონკურსში “ჩვენ ვხატავთ ბიბლიას” (ხელმძღვანელი ციური კრავიშვილი). 26 აპრილს სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო, კონკურსის პირველ ეტაპში გამარჯვებული მოსწავლეების:

 (ზურა გვენეტაძე, სანდრო ტყავაძე, გვანცა მაღლაკელიძე და მარიამ ჯაჭვლიანი) ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა დაათვალიერეს სასულიერო პირებმა, მხატვრებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა. შექმნილი ნამუშევრები გაიგზავნა საპატრიარქოში. დასასრულს მოსწავლეთა მიერ შესრულდა სააღდგომო საგალოგლები (ხელმძღვანელი მაკა კინწურაშვილი).